სახელმწიფო ჯილდოები

სახელმწიფო ჯილდოები

E. government award

საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს იმ მოქალაქეთა დაჯილდოება ორდენებით და მედლებით, რომელთაც გმირობა, მამაცობა გამოიჩინეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში, განსაკუთრებული პირადი წვლილი მიუძღვით დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. დაწესებულია შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები: ეროვნული გმირის ორდენი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, დავით აღმაშენებლის ორდენი, ოქროს საწმისის ორდენი, ვახტანგ გორგასლის ორდენი (I, II, III ხარისხის), ღირსების ორდენი, მედალი „მხედრული მამაცობისათვის“, მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“, ღირსების მედალი. სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების წესი განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის 1992 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების შესახებ (იხ. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის დადგენილება (24.06.04 №218-რს) ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……