სეგრეგაცია

სეგრეგაცია

E. Segregation

გარკვეული ეთნიკური ან რასობრივი ჯგუფი იზოლაცია საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან, დამაბრკოლებელი სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეზღუდვების შეფარდება ამ ჯგუფებისათვის, მათი წევრებისათვის; სპეციალური დასახლების პუნქტებში მოთავსება, გადაადგილების შეზღუდვა, საზოგდობრივი ცხოვრების ყველაზე დაბალ საფეხურზე იძულებით შეკავება, განათლების სფროში განცალკევბული სწავლების შემოღება და სხვ. ს
რასობრივი დისკიმინაციისა და აპარტეიდის შემადგენლი ნაწილია.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

რაიმე ნიშნის (კანის ფერი, ენის, ეთნიკური წარმომავლობისა და სხვა) საფუძველზე რომელიმე ქვეყნის მიერ საკუთარი მოსახლეობის მიზანდასახული გამიჯვნის პოლიტიკა. ამგვარი გამიჯვნა ხორციელდება ცხოვრების ყველა სფეროს მიმართ, განსახლების სპეციალური ზონების შექმნიდან დაწყებული, პარალელური საზოგადოებრივი ინსტიტუტების შექმნით დასრულებული. ს–ის ზოგიერთი ფორმა შესაძლოა სრულიან შემთხვევით განხორციელდეს, როდესაც განსხვავებული რენტა მიწაზე მოქალაქეთა დიფერენცირებულ განსახლებას იწვევს შემოსავლების მიხედვით. შედეგად, შეიძლება ბუნებრივად მოხდეს ერთგვარი შემოსავლის მქონე ადამიანების ერთმანეთის გვერდიგვერდ განსახლება. განსაკუთრებით მძიმეა რასობრივი ს., რომლის უკიდურესი ფორმები გამოვლინდა შეერთებული შტატების სამხრეთ რეგიონებისა (თეთრკანიანი და შავკანიანი ბავშვების ს. სკოლებში აიკრძალა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მხოლოდ 1954 წელს) და სამხრეთ აფრიკაში, სადაც ს–ის აქაური ფორმა, აპართეიდი დასრულდა ხელისუფლების სათავეში ნელსონ მანდელას მოსვლის შემდეგ 1990 წ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. segregation

Fr. segregation

L. segregatio გამოყოფა

რასობრივი დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა, თეთრკანიანების სხვა ფერადკანიანი ადამიანებისგან გამოცალკევება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……