სელმანის თეორია სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების შესახებ

სელმანის თეორია სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების შესახებ

ამერიკელი ფსიქოლოგის, რობერტ სელმანის (Selman, 1980) თეორია ეხება სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. მისი აზრით, ადამიანის შემეცნების (აზროვნების, კოგნიციის) განვითარებასთან ერთად ხდება სოციალური უნარ-ჩვევების ეტაპობრივი განვითარებაც. სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული როლური უნარ-ჩვევების – მოვლენათა სოციალური კონტექსტის სხვადასხვა პერსპექტივიდან, სხვადასხვა კუთხიდან ხედვის და შეფასების უნარის განვითარებაზე. სხვის როლში შესვლის უნარის არქონა ბავშვს ხელს უშლის დაინახოს მოვლენები სხვა ადამიანის პერსპექტივიდან. გარდა ამისა, სხვის როლში შესვლის უნარის გარეშე ბავშვს უჭირს სხვა ადამიანის გრძნობებისადმი ემპათიის გამოხატვა. ეს უნარი ვითარდება ბავშვის ასაკობრივ ზრდასთან ერთად.

რ. სელმანმა წარმოადგინა სოციალური პერსპექტივის განვითარების საფეხურები. ეს ეხება ბავშვის სოციალური, როლური უნარ-ჩვევების განვითარებას. კერძოდ, სოციალური პერსპექტივის განვითარების საწყის საფეხურზე („არადიფრენცირებული პერსპექტივის დანახვა,“ 3-დან 6 წლამდე) ბავშვებს უჭირთ განასხვავონ ერთმანეთისაგან, რომ მე-ს და სხვებს განსხვავებული ფიქრები და გრძნობები აქვთ. მეორე საფეხურზე („სოციალურ-ინფორმაციული პერსპექტივის დანახვა,“ 5-დან 9 წლამდე) ბავშვებს ესმით, რომ სხვადასხვაგვარი პერსპექტივები შეიძლება გამომდინარეობდეს იქიდან, რომ ადამიანები სხვადასხვაგვარ ინფორმაციას ფლობენ. მესამე საფეხურის დასაწყისში („თვით-რეფლექსიური მე-ს ხედვა“, 7-და 12 წლამდე) ხდება მნიშვნელოვანი ცლილებები და ბავშვს შეუძლია განავითაროს საკუთარი „მე“-ს ხედვა. ამ საფეხურზე ბავშვს შეუძლია „სხვის ტყავში შესვლა“ და საკუთარი ფიქრების, გრძნობების და ქცევების სხვა ადამიანის პერსპექტივიდან დანახვა. ასევე, მათ შეუძლიათ იმის გაცნობიერებაც, რომ სხვებსაც შესწევთ იმავეს გაკეთების უნარი. შემდგომ საფეხურზე („სხვისი (მესამე პირის) პერსპექტივიდან ხედვა“, 10-დან 15 წლამდე) ბავშვს უვითარდება სხვისი (მესამე პირის) პერსპექტივიდან ხედვის შესაძლებლობა. ამ დროისთვის მას შეუძლია სხვებთან თავისი ურთიერთობის გარედან (უცხო თვალით) დანახვა. ბოლო საფეხური იწყება დაახლოებით 14 წლიდან და ცნობილია „სოციალური პერსპექტივის ხედვის“ სახელით. თუმცა, ეს შესაძლოა რეალურად განვითარდეს მოზარდობის პერიოდში. ამ საფეხურზე ინდივიდის პერსპექტივის ხედვაზე ზეგავლენას ახდენს სოციალურ ღირებულებათა ერთი ან მეტი სისტემა.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……