სერვიტუტი

სერვიტუტი

E. servitude

L. Servitus (servitutis) ვალდებულება, ბეგარა

1. ქონების დატვირთვა გარკვეული უფლებებით;

2. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების, სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ გამოყენება. როცა ამ მესაკუთრეს უფლება აქვს ცალკეულ შემთხვევაში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ან/და გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 247);

3. ერთი სახელმწიფოს ტერიტორიული სუვერენიტეტის შეზღუდვა მეორე სახელმწიფოს სასარგებლოდ.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. სერვიტუტი – სხვისი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების გამოყენება იმგვარად, რომ პირს უფლება მიეცეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აკრძალოს ამ ნაკვეთზე მესაკუთრის მიერ ზოგიერთი მოქმედების განხორციელება. მაგ. სოფელ თმოგვისკარში მცხოვრებ დათოს, მისი კარის მეზობელ ირაკლისაგან განსხვავებით, არ აქვს გასასვლელი ამ სოფელზე გამავალ მთავარ გზატკეცილზე. შესაბამისად, ირაკლის მიწის ნაკვეთი იტვირთება სერვიტუტით და დათოს ენიჭება უფლება გაიაროს მასზე საკუთარი ავტომობილით, რათა მთავარ გზატკეცილამდე მოხვდეს.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……