სერტიფიკატი

სერტიფიკატი – კანონმდებლობის საფუძველზე მშენებლობაში სერტიფიკაციის სისტემის წესების შესაბამისად გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქცია შეესაბამება კონკრეტულ სტანდარტს.   Source: საქართველოს კანონი „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3;   დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები (საავიაციო სამუშაოები) ან/და ამ გადაყვანა-გადაზიდვების (საავიაციო სამუშაოების) მომსახურება იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია სერტიფიკატითა და მისი დანართებით.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსი“, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1;   დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჭირო სახით იდენტიფიცირებული მოწყობილობა ან მომსახურება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.   Source: საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2;   ფუტკრის წარმოშობის, სხვა სანაშენე თვისებებისა და ფუტკრის პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების დამადასტურებელი საბუთი.   Source: საქართველოს კანონი „მეფუტკრეობის შესახებ“, 2002 წლის 18 მაისი, მუხლი 3;   ;   ;   ;   ;   ;   . მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

3. სერტიფიკატი – ხარისხის, ცოდნის დონის ან უფლების დამადასტურებელი მოწმობა, წერილობითი ცნობა. როგორც წესი, გაიცემა უფლებამოსილი ორგანიზაციების მიერ, სათანადო სწავლების ან ექსპერტიზის შემდეგ.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან
www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……