სერტიფიცირება

სერტიფიცირება

მასწავლებლების სერტიფიცირების სისტემა ემსახურება მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და მათი კვალიფიკაციის დადასტურებას სხვადასხვა შეფასების გზით. შეფასების ახალ სქემაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ეროვნულ სასერტიფიკაციო გამოცდებს. მასწავლებლობის მსურველმა, შესაბამისი უმაღლესი განათლების მიღებისა და სკოლაში ერთი წლის მუშაობის შემდეგ, უნდა ჩააბაროს ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდა, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ის მოიპოვებს მასწავლებლობის უფლებას. გამოცდა ემსახურება მასწავლებლების პროფესიული უნარებისა და საგნობრივი ცოდნის შემოწმებას.

პროფესიული განვითარებისა და წვრთნის აკრედიტებულ პროგრამებში წარმატებული მონაწილეობა და აგრეთვე ეროვნული სასერტიფიკაციაო გამოცდის წარმატებით ჩაბარება (გადაბარება) საჯარო სკოლამ შეიძლება გამოიყენოს როგორც ობიექტური საფუძველი მასწავლებლის კარიერული დაწინაურებისა და მისი ანაზღაურების ზრდისთვის.

ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ მასწავლებელი აგროვებს კრედიტების (ქულების) გარკვეულ რაოდენობას პროფესიული განვითარებისა და წვრთნის აკრედიტებულ პროგრამაში მონაწილეობით. მასწავლებელს აქვს არჩევანი: მონაწილეობა მიიღოს პროფესიული განვითარების პროგრამებში და დააგროვოს კრედიტები, ან პირველი ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 8 წლის შემდეგ გადააბაროს გამოცდა.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

2. სერტიფიცირება – დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების პროცესი, რომლის მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უნარის შეფასება.   Source: საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5;   კომპეტენტური ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის, მისი რესურსების, ტყის დაცვის ღონისძიებების და სხვათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარება.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 5;   კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების მინიჭება.   Source: საქართველოს კანონი „ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“, 2004 წლის 26 ოქტომბერი, მუხლი 5;   კერძო ვეტერინარული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება.   Source: საქართველოს კანონი „ვეტერინარიის შესახებ“, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1;   მასწავლებლისათვის პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება ან/და განახლება.   Source: საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2;   ;   ;   ;   ;   . მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

3. სერტიფიცირება – დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების პროცესი, რომლის მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უნარის შეფასება. (საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ).    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……