სექსიზმი

სექსიზმი

L. sexsux – სქესი

სქესობრივი ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის იდეოლოგია და პრაქტიკა. ტერმინი გაჩნდა აშშ-ში 1960-იან წლებში. იგი მოიცავს იმ სოციალურ სტერეოტიპებს, რწმენებსა და წარმოდგენებს, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის. თავისი იდეოლოგიური ფუნქციით სექსიზმი რასიზმის (დისკრიმინაცია ეთნიმური ნიშნით) ანალოგიურია. განსაკუთრებით გავრცელებულია სექსიზმის ფორმა – ,,მამაკაცური შოვინიზმი“, თუმცა არსებობს ,,ქალაქური შოვინიზიც.“ სექსიზმის წყარო გახლავთ კონკრეტული სოციალური პირობებისა და კულტურული ნორმების ნიადაგზე შექმნილი სქესობრივი განსხვავებების აბსოლუტიზაცია და ბიოლოგიზაცია. სექსიზმი მამაკაცურ დომინირებას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს. ეს იდეოლოგია, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაში ვლინდება, ამცირებს, არახელსაყრელ პირობებში აყენებს ქალებს. ტრადიციული, პატრიარქალური შეხედულებები მამაკაცისა და ქალის როლზე თან სდევს ბავშვის სოციალიზაციის მთელ პროცესს და, ბუნებრივია, უყალიბებს რეალობის აღქმის ამა თუ იმ მოდელს, როგორც წესი, სტერეოტიპულს: ქალი – სამზარეულოში, მამაკაცი – სამსახურში.

სექსიზმის მთავარ ფუნქციას წარნმოადგენს სქესის როლური სტერეოტიპების გამართლება და გენდერული უთანასწორობის ლეგიტიმაცია. ამავე დროს, ხდება ისეთი სოციალური პრობლემის დაკანონება, როგორიცაა ტრეფიკინგი. სარეკლამო პროდუქციაში ხშირადაა ექსპლუატირებული ქალის ხატი. ქალი რეპრეზენტირებულია, როგორც გასაყიდი საგანი, მონა, სავაჭრო ერთეული, ,,საქონელი“, რომელიც მყიდველს სტიმულს აძლევს იაფად იყიდოს და ძვირად გაყიდოს იგი.

სექსიზმის გამოხატულებაა, მაგალითად, მამაკაცების იძულებული გაწვევა სამხედრო სამსახურში. სექსისტური ტენდენციები ვლინდება ენის ბუნებაშიც: განსაზღვრებები ,,ნამდვილი მამაკაცი“ ან ,,ნამდვილი ქალი,“ ,,კაცის საქმე“ ან ,,ქალის საქმე.“ გენდერული სტერეოტიპები განსაკუთრებით თვალსაჩინოა მასმედიაში, სადაც ფართოდაა წარმოდგენილი იდეალური, კარგი (ცუდი) ქალისა და მამაკაცის ხატები. ე. წ. ,,ქალის კულტი,“ უფრო სწორად, ,,დედის კულტი,“ რომელიც არსებობდა საქართველოში, ძირითადად უკავშირდება ქალის ბიოლოგიურ ფუნქციას. დღეისათვის სექსისტური წარმოდგენები ტრანსფორმირდება, თუმცა ქალის, როგორც სანიმუშო დედისა და წარმატებული პოლიტიკოს-ბიზნესმენის ,,მეორე ნახევრის“ ხატი კვლავ დღის წესრიგშია.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

სქესის ნიშნით უპირატესობის მინიჭება (prejudice – მიკერძოება, წინასწარი აზრი; ცრურწმენა) ან ქცევა, რომლიც აშკარად ან შენიღბულად იწვევს ადამიანის დისკრიმინაციას. მაგრამ ტერმინის გამოყენება სცილდება ამ მარტივი განსაზღვრების ფარგლებს. იგი, ჩვეულებრივ, ორი აზრით გამოიყენება: წინასწარი აზრის მნიშვნელობა გაიგება როგორც განწყობა ან რწმენა, რომლის შესაბამისადაც, ამა თუ იმ სქესის წარმომადგენელს რაიმე თვისებები მცდარად მიეწერება, ან პირიქით – კონკრეტული სქესის წარმომადგენლისათვის შეუფერებლად მიიჩნევა; გარდა ამისა, ტერმინი ს. მასთან სემანტიკურად დაკავშირებულ ტერმინ რასიზმთან ერთად, აღნიშნავს სქესის საფუძველზე ადამიანთა უთანასწორობის დამამკვიდრებელ ქმედებებსა და ქცევებსაც (მაგალითად, ორგანიზაციებში ან სოციალურ ურთიერთობებში სქესის ნიშნით ადამიანის უგუვებელყოფა). ტერმინი თითქმის ყოველთვის გამოიყენება ქალთა დისკრიმინაციის თვალსაზრისით. ამ თვალსაზრისის ცალმხრივობის მიუხედავად, საზოგადოებათა უმრავლესობაში ტერმინის ამ აზრით გამოყენება, გამომდინარე ობიექტური რეალობიდან, გამართლებულად მიიჩნევა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……