სექსუალური მაძიებლობა

სექსუალური მაძიებლობა

სექსიზმის, მაჩიზმის გამოვლენა. მისთვის დამახასიათებელი სექსუალურად შეფერილი სიტყვიერი მიმართვა თუ ფიზიკური ქმედება მიმართულია ,,სექსის გამორჩენაზე,“ როგორც წესი, სექსუალურ მაძიებლობას ადგილი აქვს მაღალი სამსახურებრივი თანამდებობების მქონე მამაკაცების მხრიდან ქალის სამსახურში დაქირავების, კარიერული წინსვლის, სამსახურის დაკარგვით (შემცირებით) მანიპულირების შემთხვევაში. \ თუმცაღა სექსუალური მაძიებლობა არახალი მოვლენაა. ეს პრობლემა საზოგადოებას აღელვებდა ქალთა მოძრაობის გააქტიურებამდეც. აშშ-ში სექსუალური მაძიებლობა ფედერალური სასამართლოს მიერ განიხილება გენდერული ძალადობის ფორმად და 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტის მიხედვით ცხადდება კანონსაწინააღმდეგო ქმედებად. ეკონომიკური კრიზისის პერიოდში სავარაუდოა სექსუალური მაძიებლობის ფაქტების მასობრივი ზრდა, თუმცა საზოგადოების პატრიარქალური წყობა ამ თემას ტაბუს ადებს: ითლება, რომ ქალი თავად აპროვოცირებს ამგვარი სახის ქმედებას. ქალი მიმართავს თვითცენზურას და არ აცხადებს დისკრიმინაციის ამ გამოვლენის გამო, არ ითხოვს მოძალადის დასჯას. მით უმეტეს, როდესაც მოცემულ საზოგადოებაში სექსუალური მეძიებლობა არ ითვლება არც ეთიკური, არც იურიდიული ნორმების დარღვევად. \ სექსუალურ მაძიებლობად აღიქმება ქარაგმით ნთქვამი სიტყვა. ხუმრობა, ანეკდოტი, უხამსი შეთავაზება, ქალის ფიზიკური მონაცემების, გემოვნების, ჩვევების თუ ჩაცმულობის კრიტიკა, შენიშვნები, ქალის ნების საწინააღმდეგო ფიზიკური შეხება, სამსახურეობრივი მდგომარეობით მანიპულირება და ა. შ.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……