სივრცისეული კონკურენცია (პოლიტიკური)

სივრცისეული კონკურენცია (პოლიტიკური)

უკავშირდება სოციალური არჩევანის იდეას, რომელიც გვიხსნის, თუ როგორ ურთიერთობენ ძალაუფლებისათვის ბრძოლისას პოლიტიკოსები იმ ამომრჩევლებთან, რომლებიც მზად არიან სწორედ მათ მისცენ ხმა. ს.კ.–ის იდეა, თავის მხრივ, უკავშირდება ეკონომისტების გამოკვლევებს, რომელთაც მიზნად ჰქონდათ გაეგოთ, თუ რატომ არის მაღაზიების უდიდესი ნაწილი ქალაქის ცენტრში განლაგებული და არათანაბარი მანძილით დაცილებული ერთმანეთს, რაც, ერთი შეხედვით, მათთვის უფრო მომგებიანი უნდა ყოფილიყო. ამ გამოკვლევების გათვალისწინებით, ს.კ–ის იდეა გულისხმობს, რომ ამომრჩევლები, „გამოთვლიან“ რა მანძილს მათსა და კანდიდატს შორის, ხმას მისცემენ ან ყველაზე ახლოს ან ყველაზე შორს მყოფს, მაგრამ გამარჯვების ყველაზე მეტი შანსის მქონე პოლიტიკოსს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……