სივრცის ორგანიზება

სივრცის ორგანიზება

სწავლებისა და სწავლის დროს დასახული მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია სკოლისა და საკლასო სივრცის შესაბამისად ორგანიზება. სკოლასა და კლასში სივრცის სწორად ორგანიზება ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის, კვლეევების, გამოფენების, თამაშებისა და დასვენებისათვის საჭირო პირობებს ქმნის. სკოლისა და საკლასო ოთახის სივრცის ეფექტიანად ორგანიზება მოსწავლეებს აზროვნების, შემოქმედებითობის, ესთეტიკური გემოვნების განვითარების საშუალებას აძლევს. სკოლის სივრცის ორგანიზება შეიძლება, აგრეთვე, გულისხმობდეს კედლების, ფანჯრების, დერეფნების და ჭერის გამოყენებასაც.

კლასში სივრცის ისეთი მოწყობა, როდესაც მოსწავლეები მასწავლებლის პირისპირ სხედან, ეფექტიანია ლექციის, პრეზენტაციის, დემოსტრირების, კითხვა-პასუხის და საერთო ინსტრუქციების მიცემის დროს. მერხების წრიულად განლაგება გამართლებულია დისკუსიების წარმართვის შემთხვევაში. ჯგუფური მუშაობისთვის სასურველია მერხების ისეთი განლაგება, რომელიც ჯგუფებს გამოყოფს ერთმანეთისაგან.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……