სიკდვილით დასჯა

სიკდვილით დასჯა

E. Capital punishment

ადამიანისათვის სიცოცხლის წართმევა კომპეტენტური სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონით გათვალისწინებული სასიკვდილო განაჩენის შესაბამისად. ს.დ.-ის თანამედორვე მეთოდებია: ჩამოხრჩობა, ელექტროსკამი, გაზის კამერა, დახვრეტა, გილიოტინა და სასიკდვილო ინექციები. იმ ქვეყნებში, სადაც ს.დ. გაუქმებული არ არის, სასიკდვილო გაანჩენი გამოტანილ უნდა იქნეს კანონის შესაბამისად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. აღნიშნული კანონი მოქმედებდეს დანაშაულის ჩადენის დროს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (1966), აგრეთვე კონვენციას დანაშაულის, გენოციდის თავიდან აცილებისა და მისთვის სასჯელის შესახებ (1948). განაჩენის სისრულეში მოყვანა შეიძლება მხოლოდ კომპეტენტური სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოტანის შემდეგ. საერთაშორისო სამართლის მიხედვით ს.დ. ტავისთავად არ არის ადამიანის უფლებათა დარღვევა, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს აქვს საქმის სასამართლოში განხილვის და დაცვის საპროცესო და შინაარსობრივი გარანტიები. \ ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ ძირითად ამოცანად ისახავს საკუთარი სტატუსის შესაბამისად ყველა შესაძლებელი გზით იმოქმედოს სიკვდილით დასჯის შემოღების და მისი გამოყენების წინააღმდეგ, ვინდაიდან ეს ყველაზე სასტიკი, ააადამიანური და ღირსების დამამცირებელი სასჯელია, რომელიც ამასთანავე არღვევს სიცოცხლის უფლებას. ყველა სამართლებრივ სისტემაში ძირითადი მოთხოვნა ს.დ-ის განაჩენის მიმართ დანაშაულის უდავო დადასტურება უნდა იყოს, ყოველგავრი ეჭვების გარეშე, ხშირად სხვადასხვა ფაქტორმა, ან მათმა ერთობლიობამ შესაძლებელია გამოუსწორებელი შეცდომა დააშვებინოს სასამართლოს. ეს ფაქტორებია: არაკომპეტენტური, ან არაადეკვატური იურიდიული დახმარების გაწევა; შეცდომა პიროვნების იდენტიფიკაციაში; მოსამართლის, ან ნაფიც მსაჯულთა მიკერძოება; პოლიციის, ფსიქიატრიული და საგამოძიებო ორგანოების როლი; საპროცესო გარანტების დარღვევა. 1989 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკუტ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატური პროტოკოლი ს.დ-ის გაუქმების მიზნით. ეს პროტოკოლი განავითარებს საერთაშორისო საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლს და ფაქტიურად წარმოადგენს ს.დ-ის გაუქმებისაკენ მიმართულ პირველ საყოველთაო (განსხვავებით რეგიონალურისგან) დოკუმენტს. პროტოკოლის მიღება აძლიერებს ს.დ-ის გაუქმებისკენ საყოველთაო სწრაფვას. რეგიონალური ორგანიზაციები ასევე ცდილობენ ს.დ-ის გამოყენების შეზღუდვას, ან მის გაუქმებას.

See also: სიკვდილი, სიკვდილით დასჯის გამოყენება იმ პირთა მიმართ, რომელთაც არ შესრულებიათ 18 წელი

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……