სიკვდილის მუქარა

სიკვდილის მუქარა

E. Death threath

მუქარა, რომლის მიზანია გარკვეული პიროვნების დაშინება და მიმართულია ამ პირის იმ საქმიანობის შესაწყვეტად, რომელიც ეწინააღმდეგება დამშინებელთა ინტერესებს. სიკვდილით სხვადასხვა მდგომარეობის და პროფესიის ხალხს ემუქრებიან. დამშინებელი, როგორც წესი, ანონიმად რჩება, ან რომელიმე ნაკლებად ცნობილი, ან უცნობი ნახევრად სამხედრო ჯგუფის სახელს იყენებს. მუქარა გადაიცემა ტელეფონით, წერილით, ან „სიკვდილმისჯილთა სიების” გამოქვეყნებით. ოფიციალური გამოძიების, ბრალდების წარდგენის, ან დასჯის შემთხვევების არარსებობა უფროა წესი, ვიდრე გამონაკლისი. \ იხ. სიკვდილი

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……