სისტემური ანალიზი

სისტემური ანალიზი

მეცნიერულ კვლევაში მეთოდოლოგიური მიმართულება, რომელიც რთულ ობიექტს განიხილავს მისი შემადგენელი ელემენტებისა და მათ შორის კავშირების ერთიან მთლიანობად. ს. ა. პოლიტიკის ანალიზის ერთ–ერთი მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკა განვიხილოთ როგორც გარკვეული თვითრეგულირებადი სოციალური ერთობა, რომელიც სისტემატურად ურთიერთქმედებს გარემოსთან. მისი გარემოსთან შეხების წერტილები, ე.წ. „შემავალი“ და „გამომავალი“ ქვესისტემები აფიქსირებს მოქალაქეების ქცევის თავისუბურებებს მათ მიერ ხელისუფლებისადმი მოთხოვნების გამოხატვისას, ასევე მისი გადაწყვეტილებების შესრულებისას.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

2. სისტემური ანალიზი – (ინტ.) systems analysis   სხვადასხვა  სახის რთულ პრობლემებზე გადაწყვეტილებების მომზადებისა და დასაბუთების მეთოდოლოგიურ საშუალებათა ერთობლიობა, რომელიც ეყრდნობა სისტემურ მიდგომას, თანამედროვე მართვის თეორიასა და  მათემატიკურ მეთოდებს. ანალიზის ძირითად პროცედურას რეალური სიტუაციის ურთიერთკავშირების ამსახველი განზოგადებული მოდელის შექმნა წარმოადგენს. 2. სისტემური ანალიზი – მეთოდებისა და საშუალებების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება რთული და ზერთული ობიექტების კვლევასა და კონსტრუირებაში, უპირველეს ყოვლისა, სოციალური, ეკონომიკური, ადამიანურ – მანქანური და ტექნიკური სისტემების პროექტირების, შექმნისა და მართვის გადაწყვეტილებათა გამომუშავების, მიღებისა და დასაბუთების მეთოდები. სისტემური ანალიზი წარმოიშვა მე – 20 ს. 60 – იან წლებში, როგორც ოპერაციებისა და სისტემოტექნიკის გამოკვლევათა  განვითარების შედეგი. სისტემური ანალიზის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძველია სისტემური მიდგომა და სისტემების ზოგადი თეორია. სისტემური ანალიზი ძირითადად გამოიყენება ხელოვნური სისტემების კვლევისას, ამასთან ასეთ სისტემებში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ადამიანის მოღვაწეობას. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან
www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……