სკალირება

სკალირება

ანალიტიკური ინსტრუმენტის შექმნის საშუალება, რომელიც, პირველ რიგში, მისაწვდომს ხდის ვერბალური გამონათქვამების რაოდენობრივ შეფასებას და მეორეც, მკაცრად შეესატყვისება თვისებრივ მოთხოვნებს, რომლებსაც ტესტების თეორია აყენებს. ს. უზრუნველყოფს ვერბალურ გამონათქვამთა კვანტიფიკაციის შესაძლებლობას. მისი პროცედურის წესები მჭიდროდ უკავშირდება მათემატიკური სტატისტიკის სამუშაო აპარატს. თუმცა მხოლოდ მათემატიკურ წესებს არ შეუძლია სოციოლოგიური ანალიზის სრულყოფა. ს–ის მთავარი ამოცანაა თვისებრივად განსხვავებული მონაცემების მიყვანა შეპირისპირებად რაოდენობრივ მაჩვენებლებთან. იგი შეკრებილი სტატისტიკური, მოპოვებული მასალის ანალიზის საშუალებაა. სკალა გამოიყენება მასალის შეგროვების დროსაც, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გამოიყენება როგორც ანალიზის წინასწარ მოცემული ინსტრუმენტი.

See also: გაზომვის სკალები

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……