სომხეთის სამოციქულო ეკლესია

სომხეთის სამოციქულო ეკლესია

ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესია. იწოდება სამოციქულოდ, ვინაიდან სომხეთში ქრისტიანობის პირველი მქადაგებლები იყვნენ წმ. ბართლომე და წმ. თადეოზ მოციქულები. სახელმწიფო სარწმუნოებად ქრისტიანობა სომხეთში გამოცხადდა მე-4 საუკუნის დასაწყისში, თრდატ III დროს, წმ. გრიგოლ განმანათლებლის ღვაწლის შედეგად, რომელიც გახდა სომხეთის პირველი ეპისკოპოსიც. მე-4-5 საუკუნეების მიჯნაზე სომხეთის ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა კათოლიკოსი. დვინის მე-2 ადგილობრივ კრებაზე (551-554) სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ოფიციალურ სარწმუნოებად საბოლოოდ მონოფიზიტობა გამოცხადდა. ამჟამად ეკლესიას სათავეში უდგას უზენაესი პატრიარქი და სრულიად სომეხთა კათოლიკოსი ეჩმიაძინისა. ეკლესია მოიცავს: სისის საკათოლიკოსოს ანტილიაში (ლიბანი), მის სამწყსოში შედიან ლიბიის, სირიისა და კვიპროსის სომხები, იერუსალიმის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს, რომელსაც 1928 წელს გამოეყო ბულგარეთის ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსო.

See also: მონოფიზიტობა

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……