სოციალიზაცია

სოციალიზაცია

E. Socialization

L. socialis საზოგადოებრივი

ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების, მოცემული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ცოდნის, ღირებულებებისა და ნორმების შეთვისების პროცესი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

სხვაგვარად უწოდებენ ინკულტურაციას და აღნიშნავს ინდივიდის მიერ სოციალური ნორმების, კანონების, ქცევის მოდელებისა და ღირებულებების ათვისების პროცესს, რომლის დროსაც ინდივიდი შეიმუშავებს საზოგადოებაში ცხოვრებისა და სოციალური ნორმების დაცვის ჩვევებს. ს. აქტიური პროცესია. ინდივიდი ირჩევს საზოგადოების გარკვეულ ნორმებს და უკუაგდებს დანარჩენს. ის კრიტიკულად ითვისებს არსებულ ღირებულებებს და ორიენტირებულია ახალ ღირებულებებზე. ამიტომ, სოციალიზაციისას მემკვიდრეობის ათვისებასთან ერთად, ინოვაციაც გვხვდება. ს. საწყისს ოჯახში იღებს. ეს პირველად ს–დ ითვლება. შემდეგ გრძელდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ეს მეორადი ს–ა. პარსონსი და ბეილზი გამოყოფენ ს–ის მესამე ეტაპს – ესაა მუშაკის, მშობლის, მეუღლის როლები. ს. დაკავშირებულია როლების ინტერნალიზაციასთან. ს–ის თეორიის წარმომადგენლებია: გ. ტარდი, ტ. პარსონსი, ჯ. მიდი, ზ. ფროიდი და სხვები. ტარდის მტკიცებით, ს–ის შესაძლებლობა დაკავშირებულია მიბაძვასთან („სოციალური ფაქტის მუდმივი ნიშანია მიბაძვა“). პარსონსმა ს. გაიგო როგორც ინდივიდის სოციალურ რეალობაში ინტეგრაცია, ანუ კულტურულ ღირებულებათა ინტერნალიზაცია. მიდთან, როლების თეორიაში, პიროვნების ფორმირება, ანუ ს., სხვათა როლების ათვისების შედეგად ხდება. რ. ბერნსი „მე–კონცეფციის“ შედეგად თვლის ს–ს – ინდივიდი იმუშავებს არა მარტო გარე სამყაროსადმი, არამედ საკუთარი თავისადმი მიმართებას, რასაც ღირებულებებზე ორიენტირება განსაზღვრავს.

See also: ინტერნალიზაცია, პოლიტიკური სოციალიზაცია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

2. სოციალიზაცია – ბავშვის პიროვნების სოციალურ-კულტურული ჩამოყალიბების, მის მიერ საზოგადოებრივი ქცევის ნორმების ფსიქოლოგიური მექანიზმებისა და სოციალურ ღირებულებათა ათვისების პროცესი.   Source: საქართველოს კანონი „ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

3. სოციალიზაცია – 1.ბავშვის პიროვნების სოციალურ – კულტურული ჩამოყალიბების, მის მიერ საზოგადოებრივი ქცევის ნორმების ფსიქოლოგიური მექანიზმებისა და სოციალურ ღირებულებათა ათვისების პროცესი.  (საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ) 2.სოციალიზაცია – პროცესი, რომლის საშუალებითაც ინდივიდის მიერ მისი ჯგუფის ნორმები ისე შეითვისება, რომ ამ დროს საკუთარი მე – ს ფორმირების მეშვეობით ვლინდება ამ ინდივიდის, როგორც პიროვნების უნიკალობა. (სოც. და მარკ.კვლ.)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……