სოციალური მოქმედების თეორიები

სოციალური მოქმედების თეორიები

ამ თეორიათა კლასიფიკაცია შეიძლება განხორციელდეს ორ საფუძველზე: ერთ შემთხვევაში, ს. მ. თ. მოიაზრება აქტორი/სტრუქტურა დუალიზმის ფარგლებში. ამ საფუძველზე ს. მ. თ. დაიყოფა იმის მიხედვით, თუ რაზე ახდენენ ისინი ორიენტაციას: ა) აქტორსა და მის საქმიანობაზე (ვებერის თეორია, სიმბოლური ინტერაქციონიზმი, რაციონალური არჩევანის თეორია და სხვ.); ბ) აქტორისთვის გარემდებარე სოციალურ სტრუქტურებზე (პარსონსის თეორია); გ) აქტორისა და სტრუქტურის კომპრომისზე, რამაც უნდა გადალახოს მათ შორის დუალიზმი (გიდენსის სტრუქტურაციის თეორია). კლასიფიკაციის მეორე კრიტერიუმის მიხედვით, ს. მ. თ. დაიყოფა იმის მიხედვით, მოქმედება გაიგება მასში მონაწილე აქტორის ან აქტორთა სუბიექტური მნიშვნელობებიდან გამომდინარე (მ. ვებერი), თუ იმის მიხევით, როგორც წარმოიქმნება და სრულდება მოქმედება. ამ უკანასკნელ თეორიებს სხვანაირად პერფორმატორულ, ან პრაქსისის თეორიებსაც უწოდებენ (ჯ. დიუი, ჯ. მიდი, ჰ. გარფუნკელი, ე. გიდენსი). კლასიფიკაციის აღნიშნულმა ორმა კრიტერიუმმა შესაძლოა გადაკვეთოს ერთმანეთი. კერძოდ, აქტორის მოღვაწეობაზე ორიენტირებული თეორიები, ერთი მხრივ, შესაძლოა, მოქმედების სუბიექტურ საზრისზეც აკეთებდეს აქცენტს (მაგ., ვებერის თეორია), ხოლო მეორე მხრივ, პრაქსისის თეორიასაც წარმადგენდეს (მაგ., სიმბოლური ინტერაქციონიზმი). პირიქით, სოციალურ სტრუქტურაზე ორიენტირებული თეორიების, შესაძლოა, ამავე დროს, პერფორმატორულიც იყოს (მაგ., გიდენსის თეორია).

See also: ქცევა, მოქმედება, სოციალური მოქმედება

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……