სოციალური პოლიტიკა

სოციალური პოლიტიკა

E. Social Policy

შეთანხმება სოციალური პოლიტიკის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერა 14 წევრმა სახელმწიფომ, ამსტერდამის ხელშეკრულების საფუძველზე ევროგაერთიანების ხელშეკრულებაში გადავიდა. 1993 წლიდან 1999 წლამდე არსებობდა სოციალური პოლიტიკის ორი განსხვავებული სამართლებრივი საფუძველი: ევროგაერთიანების ხელშეკრულება და ცალკე შეთანხმება, რომელსაც არ შეუერთდა დიდი ბრიტანეთი. ამჟამად, სოციალური პოლიტიკის ყველა ზომა მიიღება ევროგაერთიანების მეთერთმეტე თავის საფუძველზე \nხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნები ეფუძნება 1961 წლის სოციალურ ქარტიას და ევროგაერთიანების 1989 წლის მშრომელთა ძირითად სოციალურ უფლებათა ქარტიას. ეს სამართლებრივი ინსტრუმენტები სოციალური პოლიტიკის შეთანხმებაში შევიდნენ და მოიცავენ დასაქმების ხელშეწყობას, სოციალურ დაცვას, ხელმძღვანელობასა და მუშაკებს შორის დიალოგს, ადამიანურ რესურსთა განვითარებას და სეგრეგაციასთან ბრძოლას (მუხლი 136) \nგანსახილველი საკითხის მიხედვით საბჭო გადაწყვეტილებას იღებს \n�� ან თანაგადაწყვეტილების პროცედურით ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტთან და რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციების შემდეგ \n�� ან ერთხმად, კომისიის წინადადებაზე ევროპის პარლამენტთან, ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტთან და რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციების შემდეგ.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……