სოციალური პოლიტიკის ოქმი

სოციალური პოლიტიკის ოქმი

E. Social Policy Protocol

სოციალური პოლიტიკის ოქმი ევროპულმა საბჭომ 1991 წელს მიიღო მაასტრიხტში. მოგვიანებით ეს ოქმი ევროგაერთიანების ხელშეკრულებას დაერთო. მას ხელი მოაწერა თერთმეტმა წევრმა სახელმწიფომ გარდა დიდი ბრიტანეთისა, რომელიც არ იზიარებდა სხვა წევრ სახელმწიფოთა სოციალური პოლიტიკის მიზნებს. ოქმს თან ერთვოდა შეთანხმება სოციალური პოლიტიკის შესახებ, რომელიც სოციალური პოლიტიკის მიზნებს განსაზღვრავდა. მოგვიანებით ოქმს ავსტრია, ფინეთი და შვედეთიც შეუერთდნენ (მას შემდეგ რაც ისინი ევროკავშირის წევრები გახდნენ 1995 წელს) \n1997 წლის მაისში ახალმა ბრიტანულმა მთავრობამ გადაწყვიტა შეერთებოდა სოციალური პოლიტიკის შეთანხმებას, რის შემდეგაც შეთანხმების შინაარსი ევროგაერთიანების ხელშეკრულებაში გადავიდა, სოციალური პოლიტიკის ოქმი კი გაუქმდა.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……