სოციალური პოლიტიკის შესახებ შეთანხმების ინკორპორირება (სოციალური პოლიტიკის ოქმის გაუქმება)

სოციალური პოლიტიკის შესახებ შეთანხმების ინკორპორირება (სოციალური პოლიტიკის ოქმის გაუქმება)

E. Incorporation of the Social Policy Agreement eement (abolition of the Social Policy Protocol)

ამსტერდამის ხელშეკრულებამ გააუქმა სოციალური პოლიტიკის ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ყველა წევრი სახელმწიფო გარდა დიდი ბრიტანეთისა, რითაც ეს უკანასკნელი საშუალებას აძლევდა სხვა წევრ სახელმწიფოებს უფრო მჭიდროდ ეთანამშრომლათ სოციალური პოლიტიკის სფეროში მისი მონაწილეობის გარეშე. ეს ოქმი თან ერთვოდა მაასტრიხტის ხელშეკრულებას. დიდ ბრიტანეთის ახალი მთავრობის (ტონი ბლერის) მოსვლის შემდეგ ბრიტანეთმა მოხსნა ის წინააღმდეგობა, რომელიც სოციალური პოლიტიკის სფეროს გაერთიანების კომპეტენციაში გადასვლას უკავშირდებოდა სოციალური პოლიტიკის ოქმი გაუქმდა და სოციალური პოლიტიკის შეთანხმება ევროპის გაერთიანებების ხელშეკრულებაში გადავიდა \nდიდი ბრიტანეთს მიეცა ორი წელი სხვა წევრი სახელმწიფოების მიერ სოციალური პოლიტიკის შეთანხმების ფარგლებში მიღებული 14 დირექტივის ასამოქმედებლად. რეალურად, ბრიტანეთმა თავისი წინააღმდეგობა ჯერ კიდევ 1997 წელს მოხსნა ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე და სოციალური პოლიტიკის ოქმის ფორმალურ გაუქმებამდე.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……