სტანდარტი

სტანდარტი

E. standard, to stand მტკიცედ ყოფნა

1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს საქონლის, მასთან დაკავშირებული პროცესების და წარმოების მეთოდებისათვის, რომელთა დაცვა სავალდებულო არ არის. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ან ექსკლუზიურად ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების ან ეტიკეტირების მოთხოვნებს საქონლის, პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ;

2. სტანდარტიზაციის ობიექტებისათვის ნორმების, წესების, მახასიათებლების კომპლექსის შესახებ დოკუმენტი, რომელიც ეხება სხვადასხვა სახეობის საქმიანობას ან მის შედეგებს და მიზნად ისახავს გარკვეულ სფეროში ოპტიმალური წესრიგის მიღწევას, შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და დამტკიცებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ (საქართველოს კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ”, მუხლი 1).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. სტანდარტი – უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის განკუთვნილი დოკუმენტი, რომელიც პროდუქციისთვის და მასთან დაკავშირებული წარმოების მეთოდებისთვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს და მახასიათებლებს. სტანდარტების გამოყენება სავალდებულო არ არის. სტანდარტი ასევე შეიძლება მოიცავდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირებისადმი პროცესის ან წარმოების მეთოდებისადმი არსებულ მოთხოვნებს.   Source: საქართველოს კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2;   სტანდარტი, სანიტარული ნორმები და წესები, სამშენებლო ნორმები და წესები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს (ადგენს) პროდუქციის ხარისხისადმი სავალდებულო მოთხოვნებს.   Source: საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……