სტრუქტურა

სტრუქტურა

E. structure

L. structura

1. აგებულება, რისამე შემადგენელი ნაწილების ურთიერთგანლაგება, მათ შორის არსებული კავშირები;

2. რაიმეს ორგანიზაცია, მოწყობა;

3. განსაზღვრული ორგანიზაციის მქონე საწარმო, დაწესებულება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

გამოხატავს ობიექტის ელემენტთა შორის შედარებით მყარი, სტანდარტიზებული მიმართებების არსებობას. ობიექტის ს–ის განსაზღვრა ნიშნავს, მოვიხსენიოთ მისი ნაწილები და ის წესები, რომელთა გზითაც ეს ნაწილები ურთიერთქმედებაში (ურთიერთობაში) მოდიან. როდესაც ლაპარაკია სოციალურ ს–ზე, ამ შემთხვევაში მიუთითებენ სოციალური ორგანიზმის (საზოგადოების) ელემენტებს (სოციალურ ერთეულებს) შორის ურთიერთობების სტანდარტიზებულ სისტემაზე. საკითხი ეხება იმას, თუ რა შეიძლება იყოს ასეთ ურთიერთობაში ჩართული სოციალური ერთეული, ანუ საზოგადოების ელემენტი. ზოგი სოციოლოგი ერთეულად ასახელებს აქტორს (მოღვაწეს), ზოგი – სოციალურ ინსტიტუტებს როგორც სოციალური ურთიერთობისა და ქმედების განმეორებად ნიმუშებს, ზოგიც – სოციალურ როლებს.

სოციოლოგთა უმეტესობა ემხრობა მოსაზრებას, რომ სტრუქტურა ანალიტიკური აბსტრაქციაა, ინტელექტუალური მოდელია, რომელიც აგებულია ემპირიულ ურთიერთობებზე დაკვირვების შედეგად. ამდენად მოთხოვნა ასეთია – ერთმანეთში არ ავურიოთ სოციალური ურთიერთობისა და სოციალური ს–ის ცნებები. სოციალური ურთიერთობა ემპირიული მოღვაწეობააა, ხოლო სტრუქტურა – ემპირიული მოღვაწეობის მსგავსად აგებული მოდელი. ეს ნიშნავს, რომ სოციალური ურთიერთობა ძირითადი მასალაა ს–ული მოდელების ასაგებად.

კ. ლევი–სტროსი აყალიბებს ოთხ პირობას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოდელი, რათა მას ს–ის კვალიფიკაცია მიეცეს:

ა) ს. ურთიერთდაკავშირებული ელემენტებისაგან შემდგარი სისტემა, როდესაც ერთ–ერთი მათგანის შეცვლა იწვევს ყველა დანარჩენის ცვლილებას;

ბ) ს–ის სახით არსებული მოდელი შეიძლება შეიცვალოს (გარდაისახოს), თუმცა ყოველი მათგანი ერთი და იმავე მოდელის ტიპს მიეკუთვნება;

გ) შესაძლებელია იმის გათვალისწინება, თუ როგორი რეაგირება ექნება მოდელს მისი ერთ–ერთი ელემენტის ცვლილების შემთხვევაში;

დ) მოდელი იმგვარად უნდა აიგოს, რომ მისი გამოყენება მოიცავდეს ყველა დასაკვირვებელ მოვლენას.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……