სუბიექტები საერთაშოისო სამართლისა

სუბიექტები საერთაშოისო სამართლისა

E. Subjects of international Law

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება ისაა, რომ იგი სახელმწიფოთაშორისი სამართალია, ე.ი. მისი ძირითადი სუბიექტები სახელმწიფოებია. საერთაშორისო სამართლის სპეციფიკა განაპირობებს სუბიექტის ცნების თავისებურებასაც – საერთაშორისო სამართის სუბიექტი, სამართლის სხვა დარგების სუბიექებისაგან განსხვავებით, არის სამართლებრივი ურთიერთობის ისეთი მონაწილე, რომელიც არა მარტო ფლობს საერთაშაორისო სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, არამედ ურთიერთობის სხვა მონაწილეებთან ერთად თვითონ ქმნის ამ ნორმებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას. მხოლოდ სახელმწიფოებს აქვთ სრული უფლებაუნარიანობა. იგი ეყრდნობა თანამედროვე საერთაშორისო სამართლის საყოვლთაოდ აღიარებულ პრინციპებს და ნორმებს (იხ. საყოველთაო საერთაშორისო სამართალი) და პრაქტიკულად უსაზღვროა, თუკი სახელმწიფოს საქმიანობა არ ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ ძირითად პრინციპებს \nთანამედროვე საერთაშორისო სამართალი გარკვული მოცულობით, სუბიექტად ცნობს აგრეთვე თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხს. გაეროს წესდების 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები და 55-ე მუხლი აღიარებს ერის (ხალხის) თვითგამორკვევის უფლებას. ამავე დებულებას შეიცავს გენერალური ასამბლეის 1960 წლის 14 დეკემბის „დეკლარაცია კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ“ გაეროს 1970 წლის დეკლარაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობების და თანამშრომლობის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად“ (იხ. ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა) და სხვ \nსაერთაშორისო სამართლის არაძირითადი, განსაკუთრებული, სუბიექტია საერთაშორისო ორგანიზაციები – გაერო, გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებანი (შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, მსოფლიო საფოსტო კავშირი და ა.შ.) ასეთ ორგანიზაციებს მიაკუთვნებენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტთა რიცხვს იმის გამო, რომ ისინი, ვინაიდან სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციებია, მოქმედებენ საერთაშორისო ასპარეზზე მათი წესდებით გავალისწინებული უფლბების ფარგლებში. ეს წესდებანი ანიჭებენ ორგანიზაციათა ხელმძღვანელ ორგანოებს საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებისა და შესრულების უფლებას. სახელმწიფო არის პირველადი, ძირითადი სუბიექტი, საერთაშორისო ორგანიზაცია კი მეორეული, არაძირითადი, წარმოებული, სუბიექტი, რომლის უფლებაუნარიანობა ზუსტადაა განსაზღვრული, უპირველეს ყოვლისა, წესდებით და არასაერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებით. თანამედროვე სერთაშორისო სამართლის სუბიექტთა შორის გვევლინებიან ისეთებიც, რომლებიც ძირფესვიანად განსხვავდებიან სახელმწიფოების, ერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სუბიექტობის საწყისებისაგან. ეს სუბიექტები ხელოვნურად შექმნილი ერთეულებია, რომლებიც თავიანთი სპეციფიკით ხასიათდებიან და რომელთა უფლებაუნარიანობა პრაქტიკულად ვიწრო, დანიშნულებით ხასიათს ატარებს (იხ. ვატიკანი, წმინდა ტახტი)) \nბოლო ხანებში ძლიერდება ტენდენცია, აღიარონ ფიზიკური პირი (ადამიანი) საერთაშორისო სამართლის სუბიექტად. საერთაშორისო სამართლის ცნებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირი ვერ აკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს – ის ვერ მონაწილეობს სართაშორისო სამართლის ნორმების შექმნაში, მათი შესრულების უზრუნველყოფასა და დაცვაში. ფიზიკური პირები მოქმედებენ როგორც გარკვეული სახელმწიფოს მოქალაქენი და მხოლოდ იმიტომ სარგებლობენ ამ უფლებით; ამ უფლებათა დაცვას აწარმობს არა თვით ფიზიკური პირი, არამედ მისი სახელმწიფო. ფიზიკურ პირს არა აქვს უფლება, მიმართოს რომელიმე სერთაშორისო ორგანიზციას პრეტენზიებით თავისი ან უცხო სახელმწიფოს მიმართ. ის მხოლოდ იყენებს სახელმწიფოთა შეთანხმების შედეგად წარმოშობილ უფლებებს ან მოვალეა, შეასრულოს გარკვეული ვალდებულებანი, რაზეც პასუხს აგებს შესაბამისი შიდა სახელმწიფოებრივი სამართლის ნორმების საფუძველზე. მხოლოდ მაშინ, როდესაც ფიზიკური პირი აგრესიული ქვეყნის ხელმძღვანელია და მისი ბოროტმოქმედება მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ თავისი მასშტაბით საერთაშორისო ხასიათს ატარებს, მისი გასამართლბა ხდება სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალში და საერთაშორისო სამართლის ნორმათა სფუძველზე. მაგრამ ეს უკვე საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროა. სადაც ფიზიკური პირი დანაშაულის სუბიექტის ერთ-ერთი სახეა. ამავე დროს, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ხელშეკრულებით (იხ. ფაკულტატიური ოქმი საერთაშორისო პაქტის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ, ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ), ფიზიკურ პირს ეძლევა უფლება დაიცვას თავისი უფლებები თუ მონაწილე სახელმწიფო არღვევს მათ. მაგრამ ეს სპეციფიკური სუბიექტუნარიანობაა, რომელიც დღეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით რეგულირდება.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……