სუბსიდიარობა

სუბსიდიარობა

E. Subsidiarity

სუბსიდიარობის პრინციპი უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილება მაქსიმალურად ასახავდეს თითოეული მოქალაქის სურვილს და მოსაზრებას. ამ მიზნით მუდმივად მოწმდება, თუ რამდენად გამართლებულია გაერთიანების მიერ გადაწყვეტილების მიღება და ხომ არ იქნება უფრო ეფექტური, რომ ესა თუ ის ქმედება ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდეს. ამ პრინციპის თანახმად ევროგაერთიანება მოქმედებს მხოლოდ მაშინ (გარდა საკითხებისა, რომლებიც განეკუთვნება მის ექსკლუზიურ კომპეტენციას), როცა დასახული მიზნის მისაღწევად, მისი მასშტაბიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკმარისი არაა წევრი სახელმწიფოების ქმედება და დასახული მიზანი უკეთ მიიღწევა გაერთიანების მიერ. ეს პრინციპი მჭიდროდაა დაკავშირებული პროპორციულობის პრინციპთან, რომლის თანახმად ევროგაერთიანების ქმედება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის პროპორციული უნდა იყოს \nსუბსიდიარობის პრინციპი ფართოდ გამოიყენება ფედერალურ სახელმწიფოებშიც. იქ ეს პრინციპი გულისხმობს გარკვეულ ფუნქციათა და კომპეტენციათა განხორციელებას ხელისუფლების მაქსიმალურად დაბალ საფეხურზე. თუმცა, ფედერალიზმის თეორია ბოლომდე ვერ აკონკრეტებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს ხელისუფლების სხვადასხვა დონეს შორის კომპეტენციების გამიჯნვისას. სახელმწიფომ მინიმალური მონაწილეობა უნდა მიიღოს საზოგადოების ურთიერთობათა მართვაში და მხოლოდ მაშინ უნდა Cაერიოს, როცა ფედერაციის სუბიექტებს არ შეუძლიათ კონკრეტული საკითხის მოგვარება. ამრიგად, სუბსიდიარობის პრინციპის საფუძველზე ხდება კომპეტენციათა გადანაწილება ფედერაციის სუბიექტებს შორის ქვევიდან ზევით \nბრიუსელში თავმოყრილი ევროგაერთიანების ორგანოების უფლებამოსილებათა ზრდის გამო ზოგიერთი ქვეყნის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას (რაც ევროკავშირის ხელშეკრულებაზე დანიის რეფერენდუმის შედეგებითაც გამოიხატა) ევროკომისიამ (მისი პრეზიდენტის ჟაკ დელორის ხელმძღვანელობით) სწორედ სუბსიდიარობის პრინციპის გააქტიურებით უპასუხა. წევრმა სახელმწიფოებმაც მხარი დაუჭირეს სუბსიდიარობის პრინციპის დანერგვას გაერთიანების სამართალსა და პრაქტიკაში.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……