სუბსიდია

სუბსიდია

E. grant, grant-in-aid, subsidy, subvention

L. subsidium დახმარება

საბიუჯეტო რეგულირების ერთ-ერთი ფორმა. ფულადი ან ნივთიერი დახმარება, რომელსაც სახელმწიფო უწევს ადგილობრივ ორგანოებს, ფირმებს, ცალკეულ პირს ან სახელმწიფოებს. იგი ასევე ითვალისწინებს დაფინანსებაში ქვემო დონის ბიუჯეტების (მაგ. ადგილობრივი) წილობრივ მონაწილეობას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. სუბსიდია – ფულადი ან სხვა მატერიალური სახის დახმარება, რომელსაც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო გასცემს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთის გარკვეული ნაწილის დასაფარავად, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……