სუბსტიტუცია

სუბსტიტუცია

E. substitution

Fr. substitution

L. substitutio შეცვლა, ჩანაცვლება, ჩასმა

1. როგორც წესი, დანიშნულებითა და ფუნქციით მსგავსით რაიმეს ჩანაცვლება;

2. მემკვიდრეობით სამართალში მემკვიდრეებისთვის დამატებითი მემკვიდრის (სუბსტიტუტის) მითითება იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე გარდაიცვლება მემკვიდრეობის გახსნამდე ან ვერ მიიღებს მას. სუბსტიტუტს გადაეცემა მემკვიდრეობა ასევე იმ შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ძირითადი მემკვიდრე ჩამოშორებულია მემკვიდრეობას. სუბსტიტუტად შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერი პირი მიუხედავად იმისა, კანონით შედის თუ არა მემკვიდრეთა რიცხვში;

3. საერთაშორისო სამართალში სახელმწიფოს მატერიალური პასუხისმგებლობის ერთერთი სახე, რესტიტუციის ნაირსახეობა, – უმართებულოდ განადგურებული ან დაზიანებული ქონების (მათ შორის: შენობების, სატრანსპორტო საშუალებების, მხატვრული ფასეულობების, პირადი ქონების და ა.შ.) თანაბარფასეული ქონებით შეცვლა;

4. თანაბარფასეულ საქონელთა (მომსახურების) ჩანაცვლება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……