სუვერენული თანასწორობა სახელმწიფოთა

სუვერენული თანასწორობა სახელმწიფოთა

E. Sovereign equality of states

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითდი პრინციპი (იხ. ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა). რომელსაც ეყრდნობა გაეროს წესდება (მე-2 მუხ., 1-ლი პუნქ.) და რომლის შინაარსი განსაზღვრულია გაეროს 1970 წლის დკლარაციით საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ, აგრეთვე ეუთოს 1975 წლის დასკვნითი აქტით (იხ. ეუთო და ძირითადი პრინციპები სერთაშორისო სამართლისა). სუვერენიტეტი განსაზღვრავს სახელმწიფოების სუბიექტუნარიანობას საერთაშორისო ასპარეზზე და მათ თანასწორუფლებიანობას საერთაშორისო სამართლის წინაშე, განურჩევლად მათი ტერიტორიის სიდიდისა, მოსახლეობის რაოდენობისა, პოლიტიკური, ეკონომკური თუ სმხედრო ძლიერებისა; ყოველ მათგანს აქვს თანაბარი უფლებები და მოვალეობანი, რომლებსაც მათ ანიჭებს და აკისრებს საყოველთაო საერთაშორისო სამართალი თავისი ძირითადი პინციპებისა და სხვა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა თუ ნორმების სახით; სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთმნეთის უფლებას – თავიანთი შეხედულებისამებრ განსაზრვონ და განახორციელონ ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებთან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; მათ უფლება აქვთ, ეკუთვნოდნენ ან არ ეკუთვნოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, იყვნენ ან არ იყვნენ ორმხრივ თუ მრავალმხრივ საერთაშიორისო ხელშეკრულებათა მონაწილენი, აქვთ აგრეთვე ნეიტრალიტეტის უფლება; საერთაშორისო კონფერენციებზე, საერთაშოისო ოგნიზაციებში თუ სხვა საერთაშორისო ორგანოებში ყოველ სახელმწიფოს აქვს თითო ხმა. გაეროს უშიშროების საბჭოს მუმივი წევრების ვეტოს უფლება არ არის მიჩნული თანასწორობის პრინციპისაგან გადახვევად, რადგან ამ უფლების მქონე დიდ სახელმწიფოებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ მსოფლიოში სმშვიდობისა და ხალხთა უშიშრობის დაცვის საქმეში. რაც შეეხება უნივერსალურ საფინანსო ორგნიზაციებს (რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი), მათ შემოღებული აქვთ ე.წ. „აწონილი ხმების პრინციპი“, რაც გულისხმობს ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის, ეროვნული შემოსავლის სიდიდისა და ორგანიზაციაში ფულადი შენატანის ოდენობის გათვალისწინებას.

See also: ირედენტიზმი

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……