ტაბუ

ტაბუ

1. ტერმინი წარმოდგება პოლინეზიური სიტყვიდან ტაბუ (tabu), რაც ნიშნავს წმინდას, ხელშეუხებელს. დაკავშირებულია პირველყოფილ კულტურასთან და აღნიშნავს მკაცრ კატეგორიულ ნიშნურ აკრძალვას განსაკუთრებით გამოყოფილი საგნების, ქცევისა და სიტყვის მიმართ, რის დარღვევასაც კოლექტივის მხრიდან მკაცრი სასჯელი მოსდევს, ამასთან, თვით დამრღვევმაც შეიძლება საკუთარი თავი დაუნდობლად დასაჯოს. ტ-ს აკრძალვა სხვა აკრძალვებისგან იმით განსხვავდება, რომ არაფრით მოტივირდება და ასევე არაფრით საბუთდება. თავდაპირველად უკავშირდებოდა ყოველდღიური მოხმარებისთვის აკრძალულ რელიგიურ, საწესჩვეულებო და საცერემონიო ობიექტებს, შემდგომში ასეთი აკრძალვა განივრცო ნებისმიერი სახის აქტზე, ადგილზე, ობიექტზე, ქცევის მოდელზე; ეს უკანასკნელი ყველაზე ხშირად ფიგურირებს ინცესტთან მიმართებაში, რის შესახებაც ბევრი გამოკვლევაა ანთროპოლოგიის სფეროში; ფუნქციონალისტები ტ-ს ხსნიან ჯგუფური სოლიდარობის პოზიციიდან, სტრუქტურალისტებს კი აინტერესებთ როგორც ბინარულობის (ორაზროვნების) პრობლემა. თანამედროვე ეტაპზე ტერმინი ფართოდ გამოიყენება. 2. აკრძალვის აქტი თავისთავად.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. taboo

Fr. tabou

— პოლინეზ. tapu წმინდა, აკრძალული

1. პირველყოფილ საზოგადოებაში რელიგიურ აკრძალვათა სისტემა, რომელიც ვრცელდება რაიმე მოქმედებებზე, საგნებზე;

2. გადატ. საერთოდ, ნებისმიერი სახის აკრძალვა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……