ტერორისტული აქტი

ტერორისტული აქტი

E. act of terrorism

Fr. terreur

L. terror შიში, საშინელება

აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რაც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გავრცელების საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. უფრო მკაცრად ისჯება ტერორისტული აქტი, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში: ჯგუფურად, არაერთგზის, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით და ა.შ. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილე პირი, რომელიც ხელისუფლების ორგანოს დროული გაფრთხილებით ან სხვაგვარად შეუწყობს ხელს ტერორისტული აქტის თავიდან აცილებას და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 323).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ტერორისტული აქტი – აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ხელყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას, სახელმწიფოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს და ჩადენილია მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით.   Source: საქართველოს კანონი „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“, 2007 წლის 27 ივნისი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……