ტექნიკური რეგლამენტი

ტექნიკური რეგლამენტი

E. technical regulation

1. დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია საქონლის მახასიათებლები ან მასთან დაკავშირებული გადამუშავებისა და წარმოების მეთოდები, შესაბამისი ადმინისტრაციული დებულებების ჩათვლით, რომელთა დაცვა სავალდებულოა. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ან ექსკლუზიურად ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების ან ეტიკეტირების მოთხოვნებს საქონლის, პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ;

2. სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს ტექნიკურ მოთხოვნებს პროდუქციის ან მომსახურებისათვის.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ტექნიკური რეგლამენტი – „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტი.   Source: საქართველოს კანონი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, 2007 წლის 30 მარტი, მუხლი 1;   დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პროდუქციის მახასიათებლებს ან მასთან დაკავშირებულ პროცესებს და წარმოების მეთოდებს შესაბამისი ადმინისტრაციული დებულებების ჩათვლით, რომელთა დაცვაც სავალდებულოა. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ან უშუალოდ ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირების, პროდუქციასთან დაკავშირებული პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ არსებულ მოთხოვნებს   Source: საქართველოს კანონი „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……