ტრანსპორტირების საქმიანობა (ტრანსპორტირება)

ტრანსპორტირების საქმიანობა (ტრანსპორტირება) – სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ფარგლებში ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გადაზიდვა: ნედლეულის ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვების ან ათვისების პუნქტიდან ქარხნამდე ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე, ანდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის პუნქტიდან ან ქარხნიდან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე, აგრეთვე შესაბამისი საშუალებების მშენებლობა და ექსპლუატაცია. ტრანსპორტირების საქმიანობა არ მოიცავს ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სატრანზიტო (იმპორტ-ექსპორტის) საქმიანობას და „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.   Source: საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……