ტროიკა

ტროიკა

E. Troika

თავდაპირველად ევროკავშირის ტროიკა სამი სახელმწიფოსაგან შედგებოდა: კავშირის თავმჯდომარე წევრი სახელმწიფო, წევრი სახელმწიფო, რომელიც თავმჯდომარეობდა კავშირს წინა 6 თვის განმავლობაში და რომელიც მომავალი 6 თვის განმავლობაში იქნებოდა კავშირის თავმჯდომარე. ტროიკის შემადგენლობა ამსტერდამის ხელშეკრულებამ შეცვალა. დღეს თავმჯდომარე წევრ სახელმწიფოსთან ერთად ტროიკის წევრია მინისტრების საბჭოს გენერალური მდივანი, როგორც უმაღლესი წარმომადგენელი ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში და ის წევრი სახელმწიფო, რომელიც მომავალი ექვსი თვის განმავლობაში იქნება კავშირის თავმჯდომარე. ტროიკას დახმარებას უწევს კომისია. ტროიკა ევროკავშირის ე.წ. მეორე საყრდენის ანუ ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია და ევროკავშირს საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……