უზრუნველყოფის ღონისძიება

უზრუნველყოფის ღონისძიება – საშუალება რომლითაც ხდება სარჩელის უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებია: ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე;  ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა; გ) მოპასუხის დავალდებულება გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვის) სახით; დ) სხვა პირებისათვის მოპასუხისათვის ქონების გადაცემის ან ვალდებულების შესრულების აკრძალვა; ე) და სხვა, მათ შორის, ისეთიც, რომელიც პირდაპირ არ არის კანონით გათვალისწინებული.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……