უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე

უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე

მაცხოვარი სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისგან იშვა იუდეის ბეთლემში იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს მმართველობის დროს. იმ ხანებში გამოვიდა ბრძანება, აღეწერათ რომის მთელი იმპერიის მოსახლეობა, რომლის ერთ-ერთი პროვინცია იყო პალესტინა. ებრაელთა ჩვეულებით საყოველთაო აღწერა ტომებისა და გვარების მიხედვით ტარდებოდა. რადგან ყოვლადწმინდა მარიამი და წმ. იოსები დავით მეფის შთამომავლები იყვნენ, ამიტომ ისინი იუდეის ბეთლემში ჩავიდნენ. მათთვის სასტუმროში ადგილი არ აღმოჩნდა და იძულებული გახდნენ ქალაქის განაპირას მდებარე გამოქვაბულს შეჰფარებოდნენ, რომელიც პირუტყვთა სადგომს წარმოადგენდა. ამ გამოქვაბულში იშვა მაცხოვარი სოფლისა. ანგელოზებმა პირველად მწყემსებს ახარეს მხსნელის განკაცება (იხ. იესო ქრისტე მაცხოვარი). მათ თაყვანი სცეს ახალშობილ ჩვილს. შემდეგ ახალგაბრწყინებული უჩვეულო ვარსკვლავის წინამძღოლობით მოსულმა მოგვებმა შესწირეს მაცხოვარს ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც ადამიანს. ქრისტეშობის დღესასწაულს ეკლესია პირველი საუკუნიდან აღნიშნავს. 7 იანვარი გამოცხადებულია უქმე დღედ (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, 64-ე მუხლი).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……