უცხოელი

უცხოელი

E. Alien

სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყოველი პირი, რომელთაც ამ სახელმწიფოს მოქალაქეობა არ აქვთ. აღნიშნულ კატეგორიას, პირველ რიგში მიეკუთვნება უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, ე.ი. ის პირი, რომელსაც აქვს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები (იხ. აპატრიდი). საქართველოს 3.VI.1993 კანონი უცხოელთა „სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ეყრდნობა ამ საყოველთაოდ აღიარებულ განსაზღვრებას: „საქართველოში უცხოელებად ითვლებიან: ა) პირები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები და აქვთ სხვა სახელმწიფოს მოქალაქენი); ბ) პირები, რომლებიც არც საქართველოს მოქალაქეები არიან და არც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი არა აქვთ (მოქალაქეობის არმქონე პირები)“.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

2. უცხოელი – პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და არ არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, აგრეთვე ამ კანონის მესამე კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი, რომელსაც დოკუმენტურად არ უდასტურდება ან/და არ უდგინდება რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობისადმი კუთვნილება და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.   Source: საქართველოს კანონი „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……