ფალსიფიკაციის პრინციპი

ფალსიფიკაციის პრინციპი

ემპირიული და არაემპირიული მსჯელობების გამმიჯნავი კრიტერიუმი, რომელიც შეიმუშავა კარლ პოპერმა და რომელიც მისი მეთოდოლოგიური კონცეფციის ფუძემდებლურ დებულებად იქცა. მეცნიერების კანონები, ამტკიცებს პოლერი, უნივერსალურ დებულებებს წარმოადგენს, რომელთა ვერიფიკაცია (შემოწმება) ინდუქციის პრინციპის საფუძველზე შეუძლებელია (ვინაიდან „ყველა“ ვერიფიკაციას არ ექვემდებარება). სამაგიეროდ, იოლია მათი ემპირიული ფალსიფიკაცია. საკმარისია მხოლოდ ერთი საწინააღმდეგო ფაქტი, რომ მოცემული უნივერსალური დებულება უარვყოთ. თუ ვნახავთ თუნდაც ერთ გედს, რომელიც თეთრი არ არის, მაშინ დებულება „ყველა გედი თეთრია“ – ფალსიფიცირებულია. ფალსიფიცირებადობა – ცდასთან დაპირისპირების შედეგად გაყალბების შესაძლებლობა – მეცნიერული სისტემების ძირითად ნიშნად გამოცხადდა. ყველა ემპირიული დებულება ფალსიფიცირებადია. არაემპირიულ სისტემებს ეს ნიშანი არ მიეწერება, ვინაიდან ისინი ცდისეული არ არის. ფ.პ. არის გარკვეული წესების სისტემა, რომლის მიხედვით გადაწყდება საკითხი იმის შესახებ, თუ რისი გაყალბება შეიძლება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……