ფეთქებადი მასალების ბრუნვა

ფეთქებადი მასალების ბრუნვა – საქმიანობა, რომელიც მოიცავს ფეთქებადი მასალებისა და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოების გამოცდას, დამზადებას, შეფუთვას, გადაზიდვას, შენახვას, გამოყენებას, აღრიცხვას, შეძენას, განადგურებას, რეალიზაციას, ამოღებას, ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებას, ექსპორტს, იმპორტს, რეექსპორტს, ტრანზიტს, აგრეთვე, ფეთქებად მასალებთან და საამფეთქებლო საქმესთან დაკავშირებული პერსონალის მომზადებას.   Source: საქართველოს კანონი „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ“, 2003 წლის 7 მაისი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……