ფინანსური მომსახურება

ფინანსური მომსახურება – ფინანსურ მომსახურებას განეკუთვნება: ა) კრედიტების (სესხების) გაცემა; კრედიტებზე (სესხებზე), საკრედიტო (სასესხო) გარანტიებსა და ფულად-საკრედიტო (ფულად-სასესხო) ოპერაციებზე უზრუნველყოფის საშუალებების გაცემა, მათ შორის, პირის მიერ გაცემული კრედიტების (სესხების) და საკრედიტო (სასესხო) გარანტიების მართვა; ბ) ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია კლიენტების დეპოზიტებისა და ანგარიშების მომსახურებასთან, ანგარიშსწორებებთან, ფულად გზავნილებთან, სასესხო ვალდებულებებთან და საგადამხდელო ინსტრუმენტებთან; გ) გადახდის კანონიერი საშუალებების – ვალუტის, ფულის, ბანკნოტების (გარდა ნუმიზმატიკური მიზნით გამოყენებულისა) – მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები, გარდა საინკასაციო მომსახურებისა; დ) საწესდებო კაპიტალში წილის, აქციების, ობლიგაციების, სერტიფიკატების, თამასუქების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები და მათი მომსახურება; ე) წარმოებულ და სინთეზურ ფინანსურ ინსტრუმენტებთან, ფორვარდულ შეთანხმებებთან, ოფციონებსა და სხვა მსგავს ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ოპერაციები და მათი მომსახურება; ვ) საინვესტიციო ფონდების მართვასთან დაკავშირებული მომსახურება; ზ) დაზღვევისა და გადაზღვევის ოპერაციები.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 19. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……