ფიქსირებული გადასახადი პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის

ფიქსირებული გადასახადი პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის

E. fixed tax on producing rolls and buns

საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი, რომლითაც 2005 წლის 1-ელ იანვრამდე სარგებლობის უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში აქვთ პურ-ფუნთუშეულის საცხობი საწარმოო სიმძლავრეები, რომელთა საშუალებითაც ახორციელებენ პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და მიწოდებას. ეს პირები მათი საქმიანობის ამ ნაწილში დამატებული ღირებულების, მოგებისა (ფიზიკური პირების შემთხვევაში – საშემოსავლო) და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადების ნაცვლად იბეგრებიან პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადით. პურის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული პურის მიწოდება მიმოქცევის არც ერთ ეტაპზე დღგ-ით არ იბეგრება (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 273).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……