ფორდიზმი და პოსტფორდიზმი

ფორდიზმი და პოსტფორდიზმი

წარმოების ორგანიზაციის მეთოდი განვითარებულ ინდუსტრიულ საზოგადოებებში, რომელიც ჰენრი ფორდის სახელს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ფ. და პ. უმთავრესად წარმოების პროცესს უკავშირდება, ისინი ხშირად გამოიყენება მათთან დაკავშირებულ სოციალურ და პოლიტიკურ შედეგებთან მიმართებაში. მართალია, ფორდის დიად წამოწყებად ითვლება სტანდარტიზებული პროდუქციის მასობრივი წარმოება, რომელიც ფასის საყოველთაო ხელმისაწვდომობის მეშვეობით მასობრივ მოხმარებას წარმოშობს, ის ასევე გულისხმობს 1) ინტენსიურ მსხვილმასშტაბიან წარმოებას, 2) წარმოების მოუქნელ პროცესს, 3) მკაცრ იერარქიულ და ბიუროკრატიულ მმართველობით სტუქტურას, 4) მეცნიერული მართვის მეშვეობით ნახევრადკვალიფიცირებული შრომის გამოყენებას რუტინული, განმეორებადი ამოცანების შესასრულებლად, 5) მსხვილი პროფკავშირული გაერთიანებების ფორმირების ტენდენციას და წარმოების ადვილად მოწყვლადობას ინდუსტრიული კონფლიქტით, 6) ეროვნული ბაზრის დაცვას. თუმცა ფორდის მიერ შემოტანილი სიახლე მანქანების წარმოების ტექნოლოგიაში ომებს შორის პერიოდში ინერგებოდა, მისი მეთოდები სწრაფად გავრცელდა სხვა სექტორებზე და მალე მას უკვე განიხილავდნენ როგორც ორგანიზაციულ საფუძველს, რომლის წყალობითაც წარმოებამ აშშ–ში სწრაფად შეძლო წინსვლა, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ფ. როგორც ცნება და ანალიზის ინსტრუმენტი პირველად გამოიყენება ანტონიო გრამშიმ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……