ფსიქოანალიზი

ფსიქოანალიზი

ტერმინი რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება: 1. ორთოდოქსული კლასიკური ფ. – ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზური თეორია, რომლის თანახმად, პიროვნების განვითარებისა და სტრუქტურის საფუძველია ცნობიერთან დაპირისპირებული ირაციონალურ ფსიქიკურ ფაქტორთა ერთობლიობა, აგრეთვე ინდივიდის ფსიქიკის სიღრმისეულ ძალებსა (არაცნობიერი ლტოლვები) და გარემოდან მომდინარე სოციალურ მოთხოვნებს (აკრძალვებს) შორის დაპირისპირება; პიროვნების სტრუქტურა წარმოდგენილია სამი შრის სახით: იდი, ეგო, სუპერ–ეგო; პიროვნების განვითარების მექანიზმია ოიდიპოსის კომპლექსი. ფ–მა წარმოაჩინა ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა – არაცნობიერი მოტივაცია, ფსიქიკის ნორმალურ და პათოლოგიურ მოვლენათა თანაფარდობა, დაცვის მექანიზმები, სექსუალური ფაქტორის როლი, მოზრდილის ქცევაზე ბავშვობის ტრამვების გავლენა, სუბიექტის ფსიქიკური ორგანიზაციის წინააღმდეგობრიობა და კონფლიქტურობა და სხვ. ფროიდმა თავისი თეორია აიყვანა ადამიანის, საზოგადოებისა და კულტურის შესახებ ყოვლისმომცველი მოძღვრების რანგში. ამ სახით ფ–მა და მისმა შემდგომმა ვარიანტებმა დიდი გავლენა მოახდინა სოციოლოგიაზე, მთლიანად სოცილურ თეორიაზე და კულტურის მეცნიერებებზე. ბოლო პერიოდში ფ–ური თეორიები დიდ გავლენას ახდენდნენ ფემინიზმსა და ფემინისტურ თეორიებზე. 2. ზოგადად აღნიშნნავს ორთოდოქსული კლასიკური თეორიისგან ნაწარმოებ თეორიებს. 3. ფსიქოთერაპევტული მიზნით, გაუცნობიერებელ მოტივთა საფუძველზე აღმოცენებულ განცდათა და ქცევათა თავისებურებების გამოსავლენი მეთოდების ერთობლიობა, რომელთა ძირითადი კომპონენტებია თავისუფალი ასოიაციები, მდიდარი ინტერპრეტაციები და ტრანსფერი (გადატანა): სუბიექტი თავისუფალ ასოციაციებს იძლევა, ანალიტიკოსი მისი ასოციაციებისა და სუბიექტის მისდამი განცდების ინტერპრეტაციას ახდენს; ამ პროცესის მიზანია ადამიანის ქცევის აგება მისი (განსაკუთრებით ადრეული ბავშვობის ხანის) გამოცდილების საფუძველზე.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……