ქალაქი

ქალაქი

საზოგადოების არსებობის ისტორიულად კონკრეტული სოციალურ–სივრცობრივი ფორმა, რომელიც აღმოცენდა შრომის დანაწილების, კერძოდ, სოფლის მეურნეობისაგან ხელოსნობის გამოყოფისა და საქონელგაცვლის განსაკუთრებული საზოგადოებრივი ჯგუფის ხელში თავმოყრის შედეგად. ქ–ისთვის დამახასიათებელია ადამიანთა დიდი რიცხვის თავმოყრა და მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, ადამიანთა მოღვაწეობის მრვალაგვარობისა და ინტეგრაციის მაღალი ხარისხი. მასში თავმოყრილია მრეწველობა, მეცნიერება, ხელოვნება, ინფორმაცია ქ. წამყვან როლს თამაშობს საზოგადოებრივ პროგრესში. ქ–ის მოსახლეობისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური ცხოვრების წესი. სწრაფი ურბანიზაციის პროცესში სულ უფრო იზრდება ქ–ის მოსახლეობის რიცხვი.

See also: ურბანიზაციის სოციოლოგია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. city, town

დადგენილი წესით რეგისტრირებული არანაკლებ 5000 მოსახლისაგან შემდგარი მსხვილი დასახლება,რომელსაც აქვს საქალაქო მეურნეობა და არის ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ქალაქის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის მოსახლეობის რიცხვი 5000-ზე ნაკლებია, თუ იგი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ან აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის უახლოესი პერსპექტივა. ქალაქებს, მათზე დაკისრებული სპეციფიკური ფუნქციებისა და სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლება მიენიჭოთ სპეციალური სტატუსი (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულება).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……