ქალთა მოძრაობა

ქალთა მოძრაობა

ქალთა გაერთიანებების მოქმედება გარკვეული მიზნის მისაღწევად, ძირითადად გენდერული უთანასწორობის, ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. ესაა ქალთა ორგანიზაციების, ქალთა საინიციატივო ჯგუფების ერთობლივი ქმედება ქალთა უფლებების დასაცავად, სახელმწიფო პოლიტიკის სფეროში გენდერული ინდიკატორების გათვალისწინების ლობირებისათვის. ისტორიულად ცნობილია ქალთა ბურჟუაზიული, პროლეტარული (,,ვარდისფერსაყელოიანთა“) მოძრაობები. \ მსოფლიოში სისხლიანი კონფლიქტების საწინააღმდეგოდ განსაკუთრებით გააქტიურდნენ სამშვიდობო მისიის მქონე ქალთა ორგანიზაციები. მაგალითად, 1915 წელს 13 ქვეყნის წარმომადგენელმა ქალებმა ინტერნაციონალურ ლიგაში შექმნეს ომის საწინააღმდეგო გაერთიანება. ქალთა გაერთიანებები – კოლუმბიაში, ისრაელში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, კვიპროსში, მოზამბიკში, იუგოსლავიაში, საქართველოში, მოქმედებენ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისათვის. რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს რუსეთში გააქტიურდა ორგანიზაცია ,,ჯარისკაცთა დედების კომიტეტი“, რომელიც ომის გაჩაღებასა და სტუდენტების ჯარში გაწვევას აპროტესტებდა. ჩეჩნეთის ომის ,,მეორე რაუნდის“ დროს გააქტიურდა ორგანიზაცია ,,სანკტ-პეტერბურგის ჯარისკაცთა დედები“, რომელიც არა მარტო ღიად უპირისპირდებოდა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, არამეგ ხელს უწყობდა წვევამდელებს ჯარიდან თავის დაღწევაში, აქტიურად მონაწილეობდა მძევლებისა და ტყვეების გათავისუფლებაში. საქართველოში აფზახეთის კონფლიქტების დროს ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო ორგანიზაციამ ,,თეთრი მანდილი“. \ ათეულ წელზე მეტია, რაც მთელს მსოფლიოსჰი სხვადასხვა ორგანიზაციები ერთიანდებიან აქციის – ,,16 დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ – ჩასატარებლად. მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყნის ქალთა გაერთიანების ერთობლივი ქმედების მიმართვა გენდერული ძალადობის დასაძლევად.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……