ქალთა საკითხთა შესახებ მსოფლიო კონფერენციები

ქალთა საკითხთა შესახებ მსოფლიო კონფერენციები

XX საუკუნის ბოლო მეოთხედი აღინიშნა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ქალთა როლის გაძლიერების მოთხოვნით, ,,ქალთა საკითხს“ ლოკალური, ეროვნული კონტექსტიდან გლობალურში გადანაცვლების პროცესით. \ გაერომ 1975 წელი ქალთა საერთაშორისო წლად გამოაცხადა და მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ქალთა I საერთაშორისო კონფერენცია მოეწყო. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს 133 ქვეყნის სახელმწიფო და 100-მდე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციამ, აგრეთვე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლებმა. 1975-1985 წლები ,,ქალთა ათწლეულად“ გამოცხადდა. კონფერენციამ მიიღო ორი ფრიად მნიშვნელოვანი დოკუმენტი: ქალთა თანასწორუფლებიანობასა და მსოფლიოს განვითარებაში ქალთა წვლილის დეკლარაცია და მოქმედებათა მსოფლიო გეგმა. დეკლარაცია მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობებს, გაეროს, რეგიონალურ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებდა ისეთი საზოგადოების შექმნისაკენ, სადაც ქალები, მამაკაცები და ბავშვები იცხოვრებდნენ ,,პატივისცემის, ღირსების, თავისუფლების, განვითარების პირობებში“. მოქმედებათა გეგმა კი 1980 წლამდე ქალთათვის განათლების, დასაქმების, პოლიტიკური მოღვაწეობის, ჯანდაცვის, ოჯახის დაგეგმარების ხელმისაწვდომობას ითვალისწინებდა. დეკლარაციის განსახორციელებლად გადაწყდა შექმნილიყო ფონდი ქალთათვის, რომელიც 1977 წელს დაარსდა და ახლა მას გაეროს ქალთა ფონდი (UNIFEM) ეწოდება.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……