ქალთა ხელოვნება

ქალთა ხელოვნება

ქალის მიერ შექმნილი პროზა, პოეზია, კინო-ფოტო პროდუქცია, დრამატურგია, მხატვრობა. ამგვარი განსაზღვრების დამკვიდრება, ბუნებრივია, სამართლიან პოლემიკას იწვევს. მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ არსებობს კარგი და ცუდი ხელოვნება და არა – სქესობრივი ნიშნით განპირობებული. თუმცა პატრიარქალური, მასკულინური ცივილიზაციის არსებობის პირობებში უპრიანია ქალის გამოცდილების, ქალთა თვალით დანახული სამყაროს გარკვეულწილად გამიჯვნა „პირველი სქესის“ მიერ შექმნილი კულტურული მემკვიდრეობისგან. ამ ტერმინის გაჩენა, ფაქტობრივად განპირობებულია გენდერული უთანასწორობით, სტერეოტიპების არსებობით, ქალთა მოძრაობის აქტუალიზებით. ქალი, როგორც ტექსტის ავტორი, ბუნებრივია, ახალი ფენომენი არაა, მაგრამ ქალისადმი არსებული პატრიარქალური დამოკიდებულებების სიმყარემ ცნების – ქალთა ხელოვნების – ცალკე გამოყოფა მოითხოვა.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……