ქმედუნარიანობა

ქმედუნარიანობა

E. capability

ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ქმედუნარიანობა წარმოიშობა სრულწლოვანების (თვრამეტი წლის ასაკს მიღწეული პირი) მიღწევისთანავე. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს თვრამეტი წლის ასაკის მიღწევამდე (საქორწინო ასაკად გამონაკლის შემთხვევებში მიჩნეულია 16 წელი). შვიდ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) არის ქმედუუნარო. ქმედუუნაროდ მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ ასეთად იქნება აღიარებული. ქმედუუნაროდ აღიარებული პირის განკურნების ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემთხვევაში სასამართლო აღიარებს მას ქმედუნარიანად (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 12).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ქმედუნარიანობა – პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს უფლებები და განახორციელოს ვალდებულებები (მაგ. დადოს ხელშეკრულება). ფიზიკური პირი ქმედუნარიანობას იძენს სრულწლოვანების მიღწევით ან ემანსიპაციით. იურიდიული პირი ქმედუნარიანობას იძენს რეგისტრაციით.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……