ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურში.
კანონი ქორწინებას უცილობლად უკავშირებს მისი რეგისტრაციის ფაქტს. არარეგისტრირებული კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, თუნდაც იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდეს, არ ითვლება ქორწინებად და არ წარმოშობს ქორწინების სამართლებრივ შედეგებს. საქართველოს სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას, მაგრამ მას მაინც არ ათანაბრებს სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებულ ქორწინებასთან. შესაბამისად, არც ჯვვარდაწერილ და არც სხვა რაიმე რელიგიური წესით დაკავშირებულ წყვილს არ წარმოეშობა ერთმანეთის მიმართ ის სამართლებრივი უფლება-მოვალეობები, რაც განსაზღვრულია კანონით.
დაქორწინებისასაკადდადგენილია 18 წელი. თუმცა ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი. 16 წელს მიღწეულ პირებს შეუძლიათ დაქორწინება მშობლების წინასწარი წერილობითი თანხმობით. თუ მშობლები არ იძლევიან თანხმობას და არსებობს რაიმე საპატიო მიზეზი (მაგალითად: ორსულობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები), მაშინ დაქორწინების ნებართვა შეიძლება გასცეს სასამართლომ დაქორწინების მსურველი პირის განცხადების საფუძველზე.
ქორწინება აუცილებლად ნებაყოფლობითი უნდა იყოს ორივე მხირდან. დაუშვებელია ქირწინების იძულება ერთ-ერთი დასაქორწინებელის მიერ, მშობლების ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ. დანიშვნის შემდეგ, ორივე მხარეს უფლება აქვთ უარი განაცხადონ ქორწინებაზე. კანონში აღნიშნულია რომ ნიშნობის დროს მიღებული საჩუქრები მხარეებს უკან უბრუნდებათ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ქორწინება რეგისტრირდება სამოქალაქო რეგისტრაციის ტერიტორიულ სამსახურებში. რეგისტრაცია ხდება დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე. ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ორი ან მეტი მოწმის თანდასწრებით.
კანონით გათვალისწინებულია ქორწინებისდამაბრკოლებელიგარემოებები. რომელთა არსებობისასაც ქორწინება არ დაიშვება. ქორწინება არ დაიშვება:
ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთი უკვე იმყოფება ქორწინებაში სხვასთან;
ბ) პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავებს შორის. (პირდაპირი აღმავალი და დამავალი ნათესავები არიან პირები რომლებიც ერთმაეთისგან წარმოიშვნენ: შვილთაშვილი, შვილიშვილი, შვილი, დედ-მამა, ბებია-ბაბუა, დიდი ბებია-ბაბუა და ა.შ.);
გ) ბიოლოგიურ და არაბილოგიურ და-ძმას შორის;
დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
ე) იმ პირთ შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ არის ცნობილი.
საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია პირი იმყოფებოდეს ორ ან მეტ ადამიანთან ქორწინებაში, ანუ აღიარებულია ერთქორწინებისპრინციპი.
დაქორწინებით, ორივე მეუღლე ერთმანეთის წინაშე კისრულობს როგორც პირადი, ისე ქონებრივი უფლება-მოვალეობების მთელ რიგს. კანონი ადგენს, რომ საოჯახო ურთიერთობებში, მეუღლეები სარგებლოგებ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებითნ და შესაბამისად ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
კანონი განასხვავებს მეუღლეთა ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებას. ინდივიდუალურია თითოეული მეუღლის ის საკუთრება, რომელიც მას დაქორწინებამდე ეკუთვნოდა. ასევე ის, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მეკვიდრეობით ან ჩუქებით. მეუღლეთა საერთო საკუთრებაა ყველაფერი ის, რაც მათ ქორწინების განმავლობაში შეიძინეს, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუნდაცმხოლოდერთიმეუღლისშემოსავლითშეძენილიქონება, საერთოსაკუთრებადითვლება.
საერთო საკუთრების გაყოფისას მეუღლეთა წილი თანაბარია. ამ წესიდან არსებობს რამდენიმე გამონაკლისი. კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი, შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ:
ა) მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები;
ბ) ის შრომის უუნაროა, ანდა:
გ) თუ მეორე მეუღლე, ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯავდა.
საქორწინოხელშეკრულება
კანონი განსაზღვრავს იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რაც მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ. თუმცა, მეუღლეებს უფლება აქვთ, როგორც დაქორწინებამდე, ისე ნებისმიერდროს, ქორწინებისგანმავლობაში, დადონ საქორწინო ხელშეკრულება და მათი ქონებრივი უფლებები, კანონისგან განსხვავებულად დაარეგულირონ. საყურადღებოა,რომსაქორწინოხელშეკრულებით, მხოლოდქონებრივიუფლება–მოვალეობებისგანსაზღვრაშეიძლება. ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა პურადი უფლებები და მოვალეობები.