ქრთამის აღება

ქრთამის აღება

E. take/accep bribes

მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღება ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი სარგებლის სახით, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის ან შეუსრულებლობისათვის, რომელიც მოხელეს ან მასთან გათანაბრებულ პირს უნდა შეესრულებინა ან შეეძლო შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ან თუ მის თანამდებობრივ ავტორიტეტს შეეძლო ხელი შეეწყო ამგვარი მოქმედებისათვის, აგრეთვე, მის მიერ სამართლებრივი მფარველობის განხორციელება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. უფრო მკაცრად ისჯება ქრთამის აღება, ჩადენილი დამამძიმებელ და განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში: დიდი ოდენობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არაერთგზის, გამოძალვით და ა.შ. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 338).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……