ქრთამის მიცემა

ქრთამის მიცემა

E. bribery

მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის ქრთამის მიცემა. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით იმავე ვადით ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მოხელისათვისან მასთან გათანაბრებული პირისათვის ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ქრთამის მიმცემი, თუ მას ქრთამი გამოძალეს ან თუ მან ქრთამის მიცემის შესახებ ნებაყოფლობით განაცხადა სისხლის სამართლის საქმის აღმძვრელ ორგანოებში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 339).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……