ქრისტიანული დემოკრატია

ქრისტიანული დემოკრატია

ომის შემდგომი პოლიტიკური მოძრაობა ევროპასა და ლათინურ ამერიკაში. ამ მოძრაობის საფუძველი შექმნა კათოლიკური ეკლესიის რეაქციამ ლიბერალიზმსა და კაპიტალიზმზე. ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციამ აიძულა კათოლიკური ეკლესია, რომელიც ჩართული იყო პოლიტიკურ ბატალიებში, საკუთარი ინტერესების დასაცავად დემოკრატიული ფორმები დაეძებნა კათოლიკური ასოციაციების სახით. XIX ს–დან ვატიკანის ძალისხმევით დაიწყო მოქმედების კათოლიკური ჯგუფების შექმნა, რათა ხელი შეეწყო იტალიური სახელმწიფოს აღორძინებისათვის. კათოლიკურმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა უკვე პირველ მსოფლიო ომში მიაღწიეს წარმატებას იტალიასა და გერმანიაში, ხოლო შემდგომში რადიკალურად შეცვალეს თავდაპირველი დაპირისპირება ლიბერალიზმთან და კაპიტალისტური ცხოვრების წესთან და ამჯერად სოციალიზმს დაუპირისპირდნენ. ქრისტიანულ–დემოკარტიულმა პარტიებმა რეალურ წარმატებას მიაღწიეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ხელისუფლების სათავეში ქრისტიან–დემოკრატები მოვიდნენ. ქრისტიანულ–დემოკრატიული პარტიების შემდგომი დიდი წარმატება XX ს–ის 80–იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ევროპის წამყვან ქვეყნებში ისინი ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ. ქრისტიანულ–დემოკრატიული პარტიები, როგორც წესი, იცავენ ტრადიციულ ქრისტიანულ ღირებულებებს და ცენტრისტული პოზიციით გამოირჩევიან.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. christian democracy

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პოლიტიკური მოძრაობა, რომელმაც გავლენა მოახდინა ევროპაზე და ნაწილობრივ სამხრეთ ამერიკაზეც. მისი სოციალური და იდეოლოგიური ფესვები მე-19 საუკუნეში იღებს სათავეს და კათოლიციზმის როლის გაზრდას უკავშირდება, როგორც რეაქციას ლიბერალური კაპიტალიზმის გააქტიურებაზე; გასული საუკუნის 80-იან წლებში ევროპის ელექტორატის მარჯვნივ გადახრის გამო ბევრ ქვეყანაში ქრისტიან-დემოკრატთა გავლენა საგრძნობლად გაიზარდა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……